თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
შეხსენებისთვის - 2022 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრნენ და ასევე, ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, დაზიანდა ტელეკომპანიის აპარატურა.
დაზარალებულების ინტერესებს საგამოძიებო უწყებასა და სასამართლოში საია იცავდა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)