სამცხე-ჯავახეთი. 25 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოში აშშ-ს ელჩის - კელი დეგნანის შეხვედრა ახალგაზრდებთან. სტუდენტებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ რონდელის ფონდის პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეები სოფელ მოხედან, ზარზმიდან და დაბა ადიგენიდან.
ორგანიზაციის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის, წეროვანის, პანკისის ხეობისა და ადიგენის მუნიციპალიტეტისა საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)