თბილისი. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შემაჯამებელი შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის ინტეგრაციის შესახებ დასკვნებისა და შედეგების წარდგენა/განხილვა, კარგი პრაქტიკების გაზიარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროცესში გამოწვევებისა და დაბრკოლებების განხილვა, მიღწეული შედეგების შეჯამება და მდგრადობის უზრუნველყოფა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები/გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი - ანა ნაცვლიშვილი, ასევე, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)