en
ge

მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბ-ნ შარლ მიშელს

მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბ-ნ შარლ მიშელს

თბილისი. მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბ-ნ შარლ მიშელს მიმართავენ.

2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა  ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ამაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი მოსაზრებებიც.

საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე და კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში. ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით.

ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს  პოლიტიკური პატიმარი.

ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს  საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)