თბილისი. 11 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რითაც გამოეხმაურა ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ IDFI-ს კვლევა „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში“ არის ტენდენციური და მასში მოყვანილია ცრუ ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის შელახვას.
IDFI აღნიშნავს რომ კატეგორიულად მიუღებელია, ორგანიზაციის ტენდენციურობასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულება, იმ დროს როცა კვლევა სრულად ეფუძნება შემოსავლების სამსახურიდანვე მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს.
ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში მოყვანილ თითოეულ გარემოებას დოკუმენტურად პასუხობს.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)