en
ge

პოლიტიკური ნდობის ცნება და მისი მნიშვნელობა დემოკრატიისთვის

პოლიტიკური ნდობის ცნება და მისი მნიშვნელობა დემოკრატიისთვის

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ლიკა ჩხეტიანის სტატიას: „პოლიტიკური ნდობის ცნება და მისი მნიშვნელობა დემოკრატიისთვის“.

„მყიფე, გარდამავალ დემოკრატიებში პოლიტიკური ნდობის როლი კომპლექსურია. ერთი მხრივ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა ინსტიტუტების დეფექტური ხასიათისა და სისუსტის ბუნებრივი შედეგია, მეორე მხრივ კი, მიუკერძოებელი და ეფექტური ინსტიტუტების შესაქმნელად და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ელიტის წარმოსაშობად მოსახლეობის მტკიცე ნდობა და აქტიური პოლიტიკური მონაწილეობაა საჭირო. საქართველოშიც, სადაც დემოკრატიის სიმყიფეს პოსტკომუნისტური ტოტალური უნდობლობის მემკვიდრეობაც ემატება, სწორედ ეს გამოწვევა დგას: მოქალაქეები პოლიტიკისგან უცხოვდებიან, რადგან ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ნდობას კარგავენ, ეს უკანასკნელნი კი მით უფრო სწრაფად შორდებიან დემოკრატიულ საწყისებს, რაც უფრო ნაკლებად გრძნობენ მოქალაქეთა ფხიზელ მეთვალყურეობას.

ახალგაზრდა დემოკრატიებში, სადაც პოლიტიკურ ინსტიტუტებს თვითკმარობა და სიმტკიცე, ხოლო პოლიტიკურ ელიტას - გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა აკლია, პოლიტიკაში მოქალაქეთა ინდივიდუალურ ჩართულობას, დემოკრატიული ღირებულებების რწმენას და მათ ყოველდღიურად დაცვას გადამწყვეტი როლი ენიჭება“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023