en
ge

კამპანია წიგნების და სათამაშოების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის

კამპანია წიგნების და სათამაშოების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის

ქვემო ქართლი. „მშობლები განათლებისთვის“ ინფორმაციით, ბოლნისის ბაღებში 1300 ბავშვი ფერადი წიგნებისა და სათამაშოების გარეშეა. 

„ნეკერი ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია“ ცდილობს, თავისი ძალებით შეეჭიდოს ამ პრობლემის მოგვარებას. 

ახალგაზრდა დედები სათავეში ჩაუდგნენ სახალხო დაფინანსების კამპანიას „მეტი სათამაშო და წიგნი ბავშვებს“ - თვითონ  უფასოდ, მოხალისეობრივად მუშაობენ და ბავშვებისთვის თანხას აგროვებენ.

„რიგითი ადამიანების და ორგანიზაციების დახმარებით, მათ უკვე 6700 ლარს და 1000 ლარის ღირებულების წიგნს „მამაცი მეივა“ მოუყარეს თავი.  თუმცა თანამედროვე წიგნები და სათამაშოები რომ ყველა ბაღში შევიდეს, ამისთვის ჯერ კიდევ შრომობენ.

თქვენ, რომელიც ამ სტატუსს კითხულობთ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კეთილ საქმეში. მინიმალური, თუმცა უძვირფასესი შენატანია 1 ლარი, მაქსიმალური კი - რამდენსაც ისურვებთ. 

ანგ. ნომერი: GE79BG0000000538207380 

დანიშნულება: ბოლნისის ბაგა-ბაღებისთვის

კამპანია თებერვლის ბოლომდე გრძელდება. მარტში კი მშობლები ბაღებში წიგნებთან და სათამაშოებთან ერთად სიხარულს, ბედნიერებას და განვითარების შესაძლებლობას შეიტანენ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)