en
ge

Grlz Wave: რა უნდა ვიცოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

Grlz Wave: რა უნდა ვიცოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

თბილისი. ორგანიზაცია “Grlz Wave” მიიჩნევს, რომ „„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესაძლო მიღების მიზანია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამათავრობო სექტორის გაქრობა, მათთვის რეპუტაციის შერყევა და კონტროლი“...

ორგანიზაცია გიზიარებთ ინფორმაციას კანონპროექტის შესახებ:

  • კანონპროექტის მიხედვით, იმ მედია საშუალებასა თუ ორგანიზაციას, რომელთა შემოსავალში 20%-ზე მეტი დაფინანსების წილი „უცხოური ძალიდანაა” მიღებული, დაერქმევა „უცხოური გავლენის აგენტი” და ვალდებული იქნება, დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომავალში შექმნილ ვებ-გვერდზე;
  • აგენტი არაკომერციული/არასამეწარმეო იურიდიული პირია და ვალდებული იქნება საჯაროდ (მაგალითად ვებ-გვერდზე) წარმოაჩინოს, რომ უცხოური გავლენის აგენტია;
  • რა იგულისხმება უცხოურ ძალაში?
  • უცხო სახელმწიფოს სისტემის მდგენელი სუბიექტი, არამოქალაქე ფიზიკური და საქართველოს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, ნებისმიერი გაერთიანება სხვა, უცხო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული.
  • აგენტები მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და რეგისტრირდებიან, სარეგისტრაციო ფორმაში კი ივსება განმცხადებლის როგორც ციფრული, ისე ფიზიკური ადგილსამყოფელი, ასევე საჯაროდ განთავსდება ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. ეს პროცესი ყოველწლიურია.
  • უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს „საჭიროების“ შემთხვევაში უფლება აქვს მოიძიოს ყველაფერი, რა ინფორმაციაც კი სურს აგენტზე, მათ შორის - პერსონალური.

...

წაიკითხეთ სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)