თბილისი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პუბლიკასთან ინტერვიუში ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამერიკის შესაძლებლობებზე, გააგრძელოს სხვადასხვა სახის დახმარება, მაგ: ფერმერთა ასოციაციების, იურიდიული სერვისების, ტურიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.
„...ვფიქრობ, ყველა დონორი ქვეყანა შეაფასებს, შეგვიძლია თუ არა ამ სახის მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსთვის.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია ადგილობრივი მთავრობების ან ცენტრალური ხელისუფლებისადმი, რათა უზრუნველვყოთ ისეთი სერვისები, რომელთა მიწოდებაც მთავრობას არ შეუძლია. ასე რომ, მას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა“, აღნიშნავს კელი დეგნანი.
წყარო: პუბლიკას გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)