თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ცნობით, მარტის აქციებზე დაკავებული პირების ჯარიმებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა. შესაბამისად, ორგანიზაცია აგრძელებს შემოწირულებების მიღებას.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ჯამში 33 600 ლარის ოდენობის, 17 ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა.
ჩვენი მიზანია, გვერდში დავუდგეთ აქტივისტებს, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდნენ საქართველოში „რუსული კანონის“ მიღებას. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)