სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრა ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით.
„2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ტურცხში ცხოვრობს 759 ადამიანის აქედან მოსახლეობის 98.8% არის ეთნიკურად სომეხი.
მოსახლეობისთვის გაწეული სამართლებრივი კონსულტაციის დროს გამოიკვეთა, რომ მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი...
საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის გამო მოსახლეობა ვერ სარგებლობს სახელმწიფოს სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით და უსახსრობის გამო საჭიროების შემთხვევაშიც კი ხშირად ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, ვერ იტარებენ სათანადო მკურნალობას“...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)