en
ge

საიამ ზვიად მთავრიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ზვიად მთავრიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს ზვიად მთავრიშვილის ოჯახის ინტერესების დაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, - საერთაშორისო დონეზე.

„საქმე ეხება 2019 წლის 15 აპრილს, კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებას, რომელსაც წინ უძღოდა 2019 წლის 22 მარტს ამ უკანასკნელის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

საიამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ წერილობით პოზიციაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზვიად მთავრიშვილის საქმეზე სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)