en
ge

კლიმატის ცვლილება და ბავშვები

კლიმატის ცვლილება და ბავშვები

თბილისი. გაეცანით ანა ბერიძის ბლოგპოსტს: კლიმატის ცვლილება და ბავშვები. 

„1 ივნისს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი ერთ-ერთი მიზანი ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წამოწევაა. UNICEF-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით დედამიწაზე თითქმის ყველა ბავშვი არის კლიმატის ცვლილებითა და გარემოს დაზიანებით გამოწვეული მინიმუმ ერთი ისეთი საფრთხის წინაშე მაინც, როგორიც, შესაძლოა, იყოს გაძლიერებული და გახშირებული სითბური ტალღები, ციკლონები, ჰაერის დაბინძურება, წყალდიდობა და სუფთა წყლის დეფიციტი.[1]

მსოფლიოს მასშტაბით თანდათან იზრდება ბავშვების როლი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში, რაც ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ის თაობა, რომელსაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამოწვევაში და მიუხედავად ამისა, სწორედ მათზე აისახება ყველაზე მეტად მისი უარყოფითი შედეგები. ამიტომ, მნიშნელოვანია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მეტად პოპულარიზაცია საქართველოში და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მექანიზმის შექმნა და გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სათანადო ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში“.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)