en
ge

„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს

„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეში. ორგანიზაციის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკვე გასაჩივრდა საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 12 აპრილის განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა, 2021 წლის 30 მარტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ჯინჭარაძის მიერ დაფიქსირებული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება პლაჟის 4500 კვ/მ ფართობის  ბრენდირებული სასტუმროებისთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემის მიმართ.

ეს საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდება ქვეყანაში ადამიანთა უფლებების შეზღუდვა განსხვავებული მოსაზრებების გამო. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღებს კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)