კახეთი. პროექტის „აღმოაჩინე მაღრაანი“ ყველაზე მნიშვნელოვანი გათვლა არის ტურიზმის განვითარების ხარჯზე მაღრაანის თემის სოფლების: მაღრაანის, ფიჩხოვანის, არგოხის ეკონომიკური და სოციალური წინსვლა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივებში პროექტის მოტივაციით უკვე შეინიშნება ინტერესი და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმის მცდელობა.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაღრაანს აქვს უდიდესი ბუნებრივი და კულტურული რესურსი ტურიზმის განვითრებისთვის, თუმცა ჩვენს პროექტამდე ეს ყველაფერი მხოლოდ პოტენციალად განიხილებოდა. ახლა კი, ჩვენი პროექტით დაგეგმილი აქტივობები სწორედ რომ მაღრაანის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შექმნა-პოპულარიზაციას გულისხმობს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
პროექტი მიმდინარეობს CSRDG-ის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)