en
ge

სოციალური შემწეობის მიმღებთა 47%-ზე მეტი სისტემაში 5 წელზე მეტ ხანს რჩება

სოციალური შემწეობის მიმღებთა 47%-ზე მეტი სისტემაში 5 წელზე მეტ ხანს რჩება

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარი - ბენეფიციართა 47 % სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება, ხოლო თითქმის მეხუთედი - ბენეფიციართა 19.3 % შემწეობას 11 წელზე მეტია იღებს.

„სისტემაში მრავლად არიან ისეთებიც, ვინც საარსებო შემწეობას 15 წელზე მეტია  იღებს - 61 ათასზე მეტი ადამიანი.

სისტემაში წლობით გაჩერებული ადამიანების ასეთი მაღალი რიცხვი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სოციალური დაცვის მწყობრი პოლიტიკა და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ეფექტიანი მექანიზმები. სისტემა ვერ ეხმარება ადამიანებს, თავი დააღწიონ სოციალური შემწეობის მიმღები ბენეფიციარების სტატუსს“.

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023