იმერეთი.მედია წიგნიერების შესახებ მორიგი ტრენინგი გაიმართა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ.
ტრენინგი გაიმართა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)