en
ge

სსო–ების საგადასახადო საკითხებზე ონლაინ სწავლების კურსი დაიწყო

სსო–ების საგადასახადო საკითხებზე ონლაინ სწავლების კურსი დაიწყო

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშგებისა და საგადასახადო საკითხებზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შექმნილ ონლაინ სასწავლო კურსზე სწავლება 21 სექტემბერს დაიწყო.

მსურველი 157 აპლიკანტიდან 59 ჩაირიცხა კურსზე. კურსის მსმენელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სახოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ფინანსისტები არიან. 

კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური მართვის საკითხებზე. ლექციებში დაწვრილებით განხილულია ფინანსური პრობლემატიკის თეორიული ქეისები და პრაქტიკული მაგალითები, ასევე მათი გადაჭრის ალტერნატივები და პრაქტიკაში დანერგვის მეთოდები. 

სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და 16 დეკემბერს დასრულდება. პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გაიმართა 21 სექტემბერს და სასწავლო პროცესის მიმოხილვას დაეთმო. სასწავლო კურსი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები“ განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ონლაინ პლატფორმაზე http://e-learning.ge 

აღნიშნული კურსზე სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023