en
ge

ფორუმი – მოქალაქეთა მონაწილეობა

ფორუმი – მოქალაქეთა მონაწილეობა

26 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, 11:00–18:00 საათამდე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გამართავს ფორუმს „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.

ფორუმის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. ასევე, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.

  • ფორუმი რამდენიმე პანელს მოიცავს:
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალური და დამატებითი მექანიზმები; •ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში – გამოწვევები და წარმატებული მაგალითები;
  • დისკუსია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული საერთაშორისო ფონდი „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023