en
ge

მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები და მნიშვნელობა

მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები და მნიშვნელობა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების სასწავლო–პროგრამის მონაწილე, მარნეულის საკრებულოს წევრი, გიუნაშ რიზაგულიევა გვიზიარებს თავის მოსაზრებებს ტრენინგების შესახებ.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა ძალიან დროული და მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრებისთვის. აღნიშნულმა ტრენინგებმა მოგვცა საშუალება გავცნობოდით იმ საკანონმდებლო რესურსებსა და მიდგომებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი იყო საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების მექანიზმისა და მიდგომების საკითხები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც სასწავლო პროგრამიდან გამოვარჩევდი იყო ის, რომ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ვმსჯელობდით მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ასევე, მისი გაუმჯობესების გზებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები, ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაც“.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. იგი გაიმართა ბათუმის, ჩოხატაურის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში და 103-მა საკრებულოს წევრმა და აპარატის თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023