თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერიკო ჯგერენაიას ბლოგს ავრცელებს, რომელიც დედების შრომით უფლებებს ეხება.
„მნიშვნელოვანია, დედებისთვის შვილის ყოლა არ ასოცირდებოდეს დაკარგულ სამსახურთან ან ნაკლებ სოციალურ გარანტიებთან. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ოჯახის მხარდაჭერა სათანადო შრომითი პირობების შექმნის გზით, რათა მშობლებმა მოახერხონ სამუშაოსა და ოჯახის საქმეების შეთავსება და უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისათვის შესაბამისი დროის ოჯახისათვის გამოთავისუფლება“, ნათქვამია ბლოგში.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)