თბილისი.17 ნოემბერს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოებამ, ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გამართა.
ადამიანის უფლებათა გზამკვლევი არის ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის თერთმეტ ქვეყანაში და ძალიან მალე ამოქმედდება საქართველოში.
გზამკვლევი გთავაზობთ რესურსებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება შეისწავლონ ადამიანის უფლებები ყოველდღიური სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა გზამკვლევი შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები.
წყარო: იურიდიული განათლების ხეშეწყობის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)