თბილისი. ქვეყანაში რუსულ-უკრაინულენოვანი იმიგრანტებისთვის არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება კვლევა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2023 წელს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
„იკვეთება ახალდაარსებული კერძო სკოლების კლასტერი, რომელიც იმიგრირებულ რუსულენოვან მოსწავლეებს აერთიანებს და მათ რუსეთის ფედერაციის სასწავლო გეგმისა და მოთხოვნების შესაბამის სწავლებას სთავაზობს.
გამოვლინდა 16-მდე არაავტორიზებული სკოლა ან საგანმანათლებლო ცენტრი, რომელთა შორის 12, რუსეთში არსებულ სერტიფიცირებულ სკოლასთან პარტნიორობის საშუალებით, მოსწავლეებს რუსული საატესტატო გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს. ეს ჩამონათვალი არასრულია, რადგან ეყრდნობა მხოლოდ მკვლევართა მიერ შესწავლილ ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებს და არა ოფიციალურ მონაცემებს.
საქართველოში არსებობს ისეთი არაავტორიზებული სკოლები, რომელთა შესახებ მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის.
2022 წელს საქართველოში იმიგრანტთა ტალღის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებზე. 6-დან 18 წლის ასაკამდე რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 4000-ზე მეტი პირი არ არის საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში მოქცეული“.
წყარო: ღია საზოგადოების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)