თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამა ახალ კვლევას ავრცელებს, რომელიც საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ შეისწავლის.
კვლევის მთავარი მიგნებები:
•საჯარო მოხელეთა 96%-ს სმენია დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის შესახებ და ასევე, იცის, რომ ეს გამოწვევა და საფრთხეა.
•გამოკითხულ მოხელეთა მხოლოდ 38% ამბობს, რომ თავისუფლად არჩევს ცრუ ინფორმაციას ნამდვილისგან.
•ინფორმაციის მიღების წყაროდ საჯარო მოხელეები ყველაზე ხშირად ინტერნეტსა (82%) და ტელევიზიებს (70%) ასახელებენ.
•ინფორმაციის მიღების სანდო წყაროებად რესპონდენტები მიიჩნევენ: პირადად მოძიებული ინფორმაციას (65%), პირად გამოცდილებას (61%) და სხვების მიერ გაზიარებული ცოდნას (34%).
•გამოკითხულთა 82% ამბობს, რომ არასდროს გაუვლია ტრენინგი დეზინფორმაციის თემაზე.
კვლევა ჩატარდა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს დაკვეთით, დიდ ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)