en
ge

მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის სამუშაო შეხვედრა

კახეთი. სათემო განვითარების ცენტრმა პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია B4-თან პარტნიორობით კახეთში ახალი პროექტის, „ბიზნესი სტარტისთვის", განხორციელება დაიწყო.
16 ივლისს, „სათემო განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებმა გურჯაანში, ,,მედია ცენტრი კახეთის" ოფისში სამიზნე ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქალების მიერ მცირე მეწარმეობის დაწყებასა და  თვითდასაქმებას. 
პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება 60 ქალი - მცირე ბიზნესის დაწყებასა და მის გაძღოლაში. კონკურსის შედეგად, 20 მონაწილე მიიღებს მცირე გრანტს, საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. ბიზნეს-პროექტების მომზადებაში მათ პროექტში ჩართული კონსულტანტები დაეხმარებიან.
პროექტის „ბიზნესი სტარტისთვის" მეორე ეტაპი სასწავლო სემინარებს მოიცავს, რის შემდეგაც მონაწილეებმა ბიზნეს გეგმა უნდა წარადგინონ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)