თბილისი. 26 მაისს, 15:00 სთ-ზე, ლიტერატურის მუზეუმში (მის: გია ჭანტურიას N8) გაიმართება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მემორიალური ალბომის - „საქართველოს დამფუძნებელი კრება“, ახალი გამოცემის წარდგენა და დისკუსია. გამოცემა წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის ფუნდამენტურ კვლევას. ილუსტრირებული გამოცემა მოიცავს ინფორმაციას დამფუძნებელი კრების საპარლამენტო მუშაობის, 1919 წლის საპარლამენტო არჩევნების, დეპუტატების ეთნიკური წარმომავლობის, განათლების შესახებ და სხვ.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)