გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს ახალი კვლევა IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება.
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ უფრო კომპლექსური და ამბივალენტურია. ზოგადი ცნობიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მცირდება, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იზრდება.
მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)