en
ge

ახალგაზრდა პარლამენტარები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ

იმერეთი. საქართვლოს ახალგაზრდული პარლამენტი, 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური მიწვევით ქუთაისში იმყოფებოდა. ახალგაზრდული პარლმენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად იქნა მიწვეული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ. აგრეთვე, გამოსვლაზე სპეციალური მოწვევით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იმყოფებოდა.
ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელმა, თეონა ლავრელაშვილმა დეპუტატებისა და სტუმრების წინაშე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამები წარმოადგინა, მათი მიზნები და შედეგები შეფასება. მან ძირითადი აქცენტი 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის პროგრამაზე გააკეთა, მის მნიშვნელობაზე სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით და მის როლზე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023