en
ge

სამუშაო შეხვედრა გორში

სამუშაო შეხვედრა გორში
შიდა ქართლი. გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტიდან 8 სოფლის, ხოლო გორის მუნიციპალიტეტიდან ერთი სოფლის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის – „ინტეგრაცია ასიმილაციის ნაცვლად" (დონორი  – IFES Georgia) – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გორის საინფორმაციო ცენტრი და შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი.

ერთობლივი მუშაობის შედეგად ანალიზი გაუკეთდა პრობლემებსა და დალაგდა კომპეტენციების მიხედვით: პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შედის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში, პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე სასაუბროდ დაიგეგმა შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)