en
ge

დასუფთავების აქცია ქობულეთში

აჭარა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთო. „მწვანე თვის" ფარგლებში გამოცხადებული დასუფთავების აქციები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა. დასუფთავების კამპანიის ფარგლებში ქობულეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ,,კარიერის" მონაკვეთი დასუფთავდა. აქციაში ასოციაციის ბენეფიციარები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. ასოციაციაში პერიოდულად ტარდება ეკოლოგიური კვირეულები ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას ", რომელიც დასუფთავების აქციების გარდა მოიცავს გამწვანების აქციებს, ექსკურსიებს დაცულ ტერიტორიებზე, გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი სემინარებს. ტარდება მრგვალი მაგიდის შეხვედრები, რომლებიც ეძღვნება ეკოლოგიურ პრობლემებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023