en
ge

GDI ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ

თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ განცხადება გაავრცელა. დასკვნაში სულ ასახულია საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემული 15 რეკომენდაცია, რომელიც შეეხება კანონპროექტში წარმოდგენილ სხვადასხვა დებულებებსა და რეგულაციებს. „ვითვალისწინებთ რა ვენეციის კომისიის განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც მას უკვე არაერთი წელია შეაქვს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საქმეში, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში ის მნიშვნელოვანი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ზემოაღნიშნულ დასკვნაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დასკვნის არაოფიციალური ქართული თარგმანიც გაავრცელა.
სრულად 
წყარო: gdi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023