en
ge

საიამ კვლევა წარადგინა

იმერეთი. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გამჭირვალობის გაზრდა, მოსამართლეთა მიუკერძოებლობა და პრობლემები სისხლის სამართლის საქმეებში -  ამ საკითხებთან დაკავშირებით, 25 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საიას მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები აღნიშნული საკითხების გადაჭრის გზებს ასახავდა. შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის 6 თვის შედეგები იყო წარმოდგენილი.
შეხვედარაში მონაწილეობა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მსგავსი ტიპის კვლევებს საია ყოველწლიურად ატარებს და აცნობს საზოგადოებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება. საიას მიერ წამოდგენილი კვლევები ასახავს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებშიც წამოდგენილია სასამართლო სისტემის დღევანდელი ვითარება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)