en
ge

„ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“

ქვემო ქართლი. სიქა-ს სამიზნე სკოლის - მარნეულის #5 და #8 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა „ახალგაზრდული ფორუმის" ფარგლებში განახორციელეს პროექტი „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას".
ფორუმზე სამუშაო თემად ბავშვთა უფლებების დაცვა აირჩიეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმეს და ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები. მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პუბლიკაციები და პოსტერები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგეს და საჯარო დაწესებულებებში – სკოლებში, მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლში გააკრეს. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინი თემაზე – „რა არის ძალადობა?". ტრენინგის დროს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინისპექტაკლები: „ჟალადობა ოჯახში", „ძალადობა ქუჩაში" და „ძალადობა სკოლაში".
მარნეულის კულტურის სახლის წინ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფლეშმობი,  რომელიც დასრულდა სლოგანით „არა ძალადობას".
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)