en
ge

კირნათჰესის მშენებლობა და მისი ზემოქმედების რისკები

აჭარა. 9 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა კირნათის ჰესის მშენებლობისა და მისი გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ - აჭარა ენერჯი 2007-ის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსი სოფო ვარშალომიძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე და არასამთავრო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. აჭარ ენერჯი 2007 გეგმავს მდინარე ჭოროხის ბოლო 21 კმ. მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამრომადგენლებს აღნიშნულთან დაკვშირებით განსხვავებული აზრი აქვთ. შეხვედრაზე განხილულეს ჰესების მშენებლობის პროცესები და მასთან დაკავშირებული გარემოს დაბინძურების საკითხები სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები და პროექტის შედეგად სახელმწიფოს მიერ მიღბული ფინანსური სარგებელი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, მოქალაქეები, ადგილობრივი მთავრობის, თვითმმართველობის, უმაღლესი საბჭოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023