en
ge

„სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა –„ სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე" – გამოაქვეყნა. 1 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან განცხადების მიღების მომენტამდე თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით განხილული საქმეების ოდენობა და მიღებული გადაწყვეტილებების (განაჩენის) ასლები.
„მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443  მუხლებით განხილული იქნა სულ ორი სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ განხილული საქმეების შესახებ მიღებული ორი გადაწყვეტილებიდან მოგვაწოდა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, პერსონალური მონაცემების გარეშე – დაშტრიხული სახით. სასამართლოს მიერ მეორე გადაწყვეტილების მოწოდებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ  უარი თქვა მოეწოდებინა დახურულ სასამართლო სხდომაზე დადგენილი განაჩენის ასლი პროცესის მონაწილე პირთა უფლებების დაცვისა და სახელმწიფო, პროფესიულ, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გახმაურების თავიდან აცილების მიზნით", ნათქვამია ორგანმიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: opendatablog.wordpress.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)