en
ge

„სენაკის საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონკურსის გარეშე დანიშნა“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სენაკის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას გამოეხმაურა. სენაკის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური 24 ივნისს გახდა, მას შემდეგ გამგებელმა  პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
„სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსის კობა ბარამიას განმარტებით, საკრებულო ვერ გამოაცხადებდა კონკურსს გამგებლის თანამდებობაზე, რადგანაც თავის დროზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა პროცედურული დარღვევებით მოხდა...
მიგვაჩნია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გამოესწორებინა ხარვეზები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით გამოეცხადებინა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, რათა ყველა კანდიდატს ჰქონოდა თანაბარი შანსი გამგებლის პოზიციის დასაკავებლად. ამგვარი მიდგომა არ წარმოშობდა კითხვებს და პროცესი გამჭვირვალე და უფრო მეტად სამართლიანი იქნებოდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ასევე მოუწოდებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, „დროულად აღმოფხვრას სამართლებრივი ხარვეზები, რათა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეძლოს სრულყოფილად ფუნქციონირება, სხვა შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის სრულფასოვანი მუშაობა საკრებულოს მმართველი ძალის  ინტერესებში არ შედის".
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023