en
ge

საჯარო დისკუსია დეზომორფინის - „კრაკადილის“ შესახებ

თბილისი. 2013 წლის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ნარკოტიკული საშუალების დეზომორფინის - იგივე „კრაკადილის" შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა.  ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ამ ნარკოტიკული საშუალების უარყოფითი თვისებები და შესაძლო ფატალური შედეგები გააცნეს. დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის" წარმომადგენლებმა, ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას" მკვლევარმა და პროექტის – „ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით" – ხელმძღვანელმა მიიღეს. ექსპერტებმა საქართველოში არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან შესაძლო გამოსავლის გზებიც შეაფასეს. ღონისძიებაში ყოფილი ნარკოტიკდამოკიდებულებიც მონაწილეობდნენ. მათ დისკუსიაში მონაწილეებს საკუთარი ისტორია და გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების მიზანი საზოგადოების ინფორმირება და დეზომორფინით (კრაკადილი) გამოწვეულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება იყო.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)