en
ge

„წითელი ჯვრის უქმეები“

თბილისი. 13 ივლისს, „მთაწმინდის პარკში" გაიმართა საქველმოქმედო აქცია „წითელი ჯვრის უქმეები". პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც 3 საათის მანძილზე გაგრძელდა. „წითელი ჯვრის უქმეების" ფარგლებში, კაფე „ციტრონმა" დაამზადა ნამცხვრები, რომლებიც საქველმოქმედოდ გაიყიდა. პატარებისთვის „ანიმაციურმა ჯგუფმა" გასართობი წარმოდგენა გამართა, რომელშიც წითელი ჯვრის მოხალისეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ასევე პარკის სტუმრებს სურვილისამებრ შეეძლოთ სახლის მოხატვა, ხოლო კომპანია „ბარამბო" პატარებს შოკოლადით გაუმასპინძლდა აქციიდან შემოსული თანხა წითელი ჯვრის პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)