en
ge

ქართველი მიგრანტები იუსტიციის სახლში

თბილისი. თბილისის იუსტიციის სახლში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" და ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" ორგანიზებით გაიმართა 25 მიგრანტის შეხვედრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან. შეხვედრაზე სამდივნომ  მიგრანტებს მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და მიმდინარე ინიციატივები გააცნო, მიგრანტებმა კი მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუციებთან მიგრანტების პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობა.
„სიდა" აღნიშნულ ღონისძიებას მხარს უჭერს პროექტის „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" (Individual Support for Georgian Migrants – G-PAM) ფარგლებში. პროექტი G-PAM ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023