en
ge

ჰეპატიტი C- მეც მიმკურნალე

თბილისი.28 ივლისს, საქართველოში C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა სლოგანით „მეც მიმკურნალე". ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზებით  და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს", „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. ამ დაავადების მკურნალობა 20 000 ლარზე მეტი ღირს და პაციენტთა უმრავლესობას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ბევრი მათგანი 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაინფიცირდა და დღეს მათი მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ორგანიზატორები თბილისში, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.მოეწყო სიმბოლური გარბენი ბარიერებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პაციენტებმა და სხვა აქტივისტებმა. გარბენის ფინიშთან მონაწილეები მკურნალობის მომლოდინეთა სიაზე ხელს აწერდნენ. ბარიერები გამოხატავს ხარჯის მატებას მკურნალობის პროცესში. ბარიერზე გადახტომა კი ხარჯის სიმბოლურად დაძლევას და ხელმისაწვდომობის გაზრდას ნიშნავს.
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)