en
ge

გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების გავლენა ჯანდაცვის სისტემებზე

თბილისი. 2010 წლის  იანვრიდან ივლისამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ”,  ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროგრამების გავლენის შესწავლას საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. შესწავლის პროცესში ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუები სამივე ქვეყანაში.  კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 49 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და 22 გადაწყვეტილების მიმღები პირი.
ფონდის ოფიციალურ ვებ–გვერდის მიხედვით, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ  გლობალური ფონდის მხარდაჭერის შედეგად უფრო ეფექტური გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა აივ/შიდსთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე. თუმცა, რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ გლობალური ფონდის მიერ ადვოკატირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება არასაკმარისი  და არაპირდაპირი იყო; გარდა ამისა,  ხშირად ჰქონდა ადგილი დაფინანსების შეწყვეტას.
კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით. 
წყარო: www.curatiofoundation.org
სრულად 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)