en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთან

თბილისი.29 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების მეორე მდივან რენატა ვრუბელთან. ევროკავშირის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის, კერძოდ, იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ეხება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ გაუზიარა ევროკავშირის წარმომადგენლობას თავისი შეხედულებები რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული მოდელის მიმართ და გაეცნო მათ პოზიციას. ასოციაცია გააგრძელებს თანამშრომლობას დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023