en
ge

დისკუსია თემაზე: „არალეგალური მიგრაცია და ტრეფიკინგი“

იმერეთი.  6 აგვისტოს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის  გაიმართა დისკუსიას თემაზე: „არალეგალური მიგრაცია და ტრეფიკინგი". შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დამსწრეებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ტრეფიკინგის ნიშნები; ტრეფიკინგის ფორმები; მდგომარეობა საქართველოში ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით (ხელშემწყობი ფაქტორები); ტრეფიკინგის შემთხვევები საქართველოში და მასთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები; ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა და სახელმწიფოს როლი ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებში და ა.შ.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები. დისკუსია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)