en
ge

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასიის" მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას მარგინალურ ჯგუფებში, რომლებიც ბაზრებთან წვდომის სირთულის წინაშე დგანან.
7 აგვისტოს პროექტის წარმომადგენლები მარნეულსა და რუსთავს ეწვივნენ, სადაც საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ ფერმერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
8 აგვისტოს ანალოგიური შეხვედრა გაიმართება ახალქალაქში და ნინოწმინდაში, ხოლო 9 აგვისტოს ბოლნისსა და დმანისში.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა პროექტის  – „ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში" (JOIN) – პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების (ADC) მიერ, რომელსაც ახორციელებს CARE ავსტრია და CARE საერთაშორისო კავკასია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
ინფორმაცია საგრანტო კორნკურსის შესახებ
csogeorgia.org
jobs.ge
cida.ge
წყარო: სიდას გვერდის სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023