en
ge

სოციალური აქცია

თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობა" დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, ერთ–ერთი მრავალშვიალიანი ოჯახის დასახმარებლად აქციას იწყებს. „სერაფიმე საროველის ეკლესიის შესაწირი ყუთის გაქურდვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 21 წლის აკაკი ფოცხვერაშვილი დააკავეს. ...ინტერნეტ გამოცემა "ქიზიყის” მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, ოჯახს 7 შვილი ჰყავს, მათ უმრავლესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, არ აქვთ საკუთარი სახლი და სოფლის ყოფილი აბანოს ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ”, ნათქვამია „იდენტობას" ვებ–გვერდზე. ორგანიზაცია აქციას იწყებს რათა  მოხდეს უშუალო სამართლებრივი დახმარების გაწევა დაკავებული პირისათვის; სოციალური მომსახურების სერვისების მოძიება და გრძელვადიანი ინვესტიციისათვის ოჯახის მომზადება; გადაუდებელი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევა ოჯახისათვის, რომელიც ამ დროისათვის შიმშილის ზღვარზე იმყოფება.
„იდენტობა" იწყებს ოჯახისათვის ფინანსების შეგროვებას. სურვილის შემთხვევაში, თანხის მიწოდება შეგიძლიათ ორგანიზაციის მისამართზე – რუსთაველის გამზირი #37 (ელბაქიძის აღმართის მხრიდან, პირველი სართული, ბინა #1. ტელეფონი: 2 30 56 14;
სრულად
წყარო: identoba.com




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)