en
ge

პრაქტიკული ტური ჟურნალისტებისთვის

თბილისი. 29 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის.
შეხვედრა ორგანიზებული იყო წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
ჟურნალისტები გაეცნენ საქართველოში უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ფსიქოსოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობას, სამიზნე ჯგუფის პრობლემების გაშუქების სპეციფიკას. 
ასევე პრაქტიკული ტურის ფარგლებში, ვორქშოპის მონაწილე ჟურნალისტები დაესწრებიან და გააშუქებენ 30 აგვისტოს – უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის ღონისძიებას.
წყარო:წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)