en
ge

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი  „ჩემი ექიმი მინდა გამოვიდე". იგი ასახავს მამიდის ოჯახთან ერთად მცხოვრები 5 წლის ბიჭის ამბავს. ფილმი ასახავს რამდენიმე პრობლემას, რომლის წინაშეც, გადაღების მომენტში, ოჯახი იდგა. კერძოდ, შეწყვეტილი ჰქონდათ სოციალური დახმარება, ბავშვი საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას და ინვალიდობის სტატუსის დადგენას. ასევე ოჯახს უჭირდა ნათესაური შვილობილობის პროგრამაში ჩართვა.
ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან ოჯახის პრობლემების ადვოკატირების პროცესში. ამ დროისთვის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა და სოციალურად დაუცველის პოლისი, რომელიც ითვალისწინებს ოპერაციის ხარჯებს.
რაც შეეხება შვილობილობის პროგრამაში ჩართვას,  მამიდამ განმეორებითი განცხადებით  მიმართა ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს და ელოდება გადაწყვეტილებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)