en
ge

გორისა და ახალციხის სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა

სამცხე–ჯავახეთი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ბილიკის" ინიციატივით, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, გორისა და ახალციხის სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა. 10 აგვისტოს გამართული შეხვედრა, რომელიც  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, თანამშრომლობითი ხასიათის ღონისძიებებს ისახავდა მიზნად და მასში ორგანიზაცია ,,ბილიკის” ბენეფიციარები და ჟურნალისტიკის კლუბების წევრებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრა მოიცავდა გაცნობითი ხასიათის  სავარჯიშოებს, სადაც მონაწილეები დაწყვილდნენ და ერთმანეთზე  ინფორმაციებს ცვლიდნენ.  ასევე, კლუბის წევრებმა სამომავლოდ  ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს  და  გაცვალეს ელექტრონული ფოსტის მისამართები. შეხვედრის
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა რეგიონში არსებული სამოქალაქო კლუბების აქტიურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)