თბილისი. „იდენტობა" ვაშლიჯვარში მცხოვრები ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანის და მისი სამი მცირეწლოვანი ბავშვის დასახმარებლად კამპანიას იწყებს.
„პრობლემა, რომლის წინაშეც ეს ოჯახი დგას, მრავალხრივ მიდგომას საჭიროებს. ოჯახის ოთხივე წევრს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ჰუმანიტარული/სამედიცინო დახმარების გაწევა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
კამპანიის მიზანია ოჯახის მძიმე პირობების შემსუბუქება და აუცილებელი მატერიალური (ფულადი თუ სხვა) დახმარების აღმოჩენა.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში