en
ge

ფესტივალი „ნუკრიანი 2013“

კახეთი. 5 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, „ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი-ნუკრიანი 2013" გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტში მოქმედი ხალხური რეწვის სახელოსნოების და ინდივიდუალური ოსტატების პროდუქცია, ეთნოგრაფიული კუთხე, ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. გაიმართა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (აგრობაზარი); ტრადიციული ქართული კულინარიის სამზარეულო;  ადგილობრივი ღვინისა და ბიოლოგიურად სუფთა ღვინის გაყიდვა; მოეწყობა  სპორტული ღონისძიებები; ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლი"; ფოტოების გამოფენა – გაყიდვა.
ფესტივალის  მხარდამჭერები Diakonisches  Werk der EKD, BfdW, Deutschland; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი; სათემო განვითარების ცენტრი; სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი; ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"; სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა; 
ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, კულტურული სერვისების გაუმჯობესებას, ადგილობრივი სახელოსნოების და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას. 
ფესტივალი 2009 წლიდან ტრადიციულად ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)